დავით ნარმანია მისი მოადგილის პოსტზე გიორგი ლილუაშვილს წარადგენს
დედაქალაქის მერი დავით ნარმანია მერის მოადგილის პოსტზე გიორგი ლილუაშვილის კანდიდატურას დღეს წარადგენს.
თბილისის მერის მოადგილის პოსტს გიორგი სოლომონია იკავებდა, რომელმაც თანამდებობა 12 იანვარს დატოვა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, გიორგი სოლომონია თანამდებობიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გადასვლისთან დაკავშირებით, პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა.
ცნობისთვის, გიორგი ლილუაშვილი “ქართუ ჯგუფის” ხელმძღვანელია.