ოკუპანტები ე.წ. სამხრეთ ოსეთში წვრთნებს ატარებენ
ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში დისლოცირებული 2 ათასამდე რუსი სამხედრო საველე წვრთნებში მონაწილეობს, რომელიც „ძარწემის“ პოლიგონზე ტარდება. წვრთნებში შეიარაღების და ტექნიკის 500 ერთეული მონაწილეობს. სამხედროები ვარჯიშობენ სროლაში მსუბუქი იარაღიდან, ასევე ტანკებიდან და ქვეითთა საბრძოლო მანქანებიდან, წვრთნებში ჩართულია თვითმავალი საარტილერიო დანადგარებიც. სროლის შემდეგ რუსი სამხედროები მთის გზებზე, 30 და 100 კილომეტრის დისტანციაზე, მარშს მოაწყობენ. წვრთნები დღისით და ღამის საათებშიც გაგრძელდება. წვრთნების დასრულების შემდეგ თითოეული სამხედრო ინდივიდუალურ ნიშანს მიიღებს.