მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრსა და „სოკარის“ წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს

ამ წუთებში მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი კომპანია ,,სოკარის” წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრას ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილი ესწრებიან.
მთავრობის ადმინისტრაციაში ,,სოკარის” მხრიდან, სავარაუდოდ, იმყოფებიან კომპანიის პრეზიდენტი როვნაგ აბდულაევი, ასევე – საქართველოში ,,სოკარის” წარმომადგენლობის ხელმძღვანელი მაირ მამედოვი. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. ,,სოკარის” წარმომადგენლებთან შეხვედრის თემა, სავარაუდოდ, საქართველო -აზერბაიჯანის ენერგეტიკული თანამშრომლობის საკითხია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები