“თურქიშ ეარლაინის“ თვითმფრინავი სტამბოლში ვერ გაფრინდა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან თბილისი-სტამბოლის მიმართულებით ავიარეისი, რომელიც ავიაკომპანია “თურქიშ ეარლაინს“ უნდა განეხორციელებინა არ შესრულდა. ამის შესახებ “კვირას“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განუცხადეს. ინფორმაციას, თუ რა გახდა აღნიშნულის მიზეზი აეროპორტში არ ფლობენ.
“კვირამ“ დეტალების გარკვევა “თურქიშ ეარლაინსისგან“ სცადა, თუმცა არაერთი მცდელობის მიუხედავად, ავიაკომპანიასთან დაკავშირება ვერ მოხერხდა.
“თბილისი -სტამბოლის“ რეისი 18 :15 წუთზე უნდა შესრულებულიყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები