ქედაში 20 ოჯახთან დამაკავშირებელი გზის გაწმენდა ამ დრომდე ვერ ხერხდება

ქედაში 20 ოჯახთან დამაკავშირებელი გზის გაწმენდა ამ დრომდე ვერ ხერხდება. ქედის მუნიციპალიტეტის გამგებლის დავით დუმბაძის ინფორმაციით, სოფელ გეგელიძეებში გზაზე ჩამოსული ლოდების გაწმენდა, ამინდის გაუმჯობესებისთანავე დაიწყება.
„თოვლის ინტენსიური დნობის შედეგად, ჩაიხერგა კოკოტაურის შიდა სასოფლო გზა და მახუნცეთში ბულყურის უბანიც. აღნიშნულ მონაკვეთებზე პრევენციული ღონისძიებები უკვე ჩატარებულია. გზაზე გადაადგილება შესაძლებელია. გზის გაწმენდით სამუშაოებს აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ასრულებს. რაც შეეხება სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების მდგომარეობას, ისინი უკვე მესამე დღეა თავს ახლობლებთან აფარებენ“, – აცხადებს დუმბაძე.
დუმბაძის თქმით, გეოლოგიური დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი, თუ რა სახის კომპენსაციას მიიღებენ დაზარალებულები.
მეწყერი ქედის სოფლებში, ჯალაბაშვილებში, გოგიაშვილებში და გეგელიძეებში გუშინ ჩამოწვა. სტიქიამ სამი საცხოვრებელი სახლი დააზიანა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები