პაატა ბურჭულაძე: სამ თვეში დავდებთ ხედვას, თუ როგორ უნდა განვითარდეს საქართველო

სამ თვეში დავდებთ ხედვას, თუ როგორ უნდა განვითარდეს საქართველო, – ამის შესახებ “საქართველოს განვითარების ფონდის” დამფუძნებელმა, პაატა ბურჭულაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
“ჩვენ დღეს ვართ ფონდი და ეს ფონდი ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. თქვენ ამაში სულ ცოტა ხანში დარწმუნდებით. სამ თვეში დავდებთ ხედვას, თუ როგორ უნდა განვითარდეს საქართველო. მგონი, ამ ხედვას უნდა მიაყურადოს მთავრობამ და ყველამ, მთელმა საზოგადოებამ”, – აღნიშნა პაატა ბურჭულაძემ.
მისივე თქმით, ფონდი არის საზოგადოებრივი მოძრაობა და “არავითარი პოლიტიკა ამაში არ არის”.
“ჩვენ ძალიან გვაინტერესებს, თუ როგორ ცხოვრობს ხალხი და გვინდა, რომ ეს ხალხი სწორი გზით წავიყვანოთ, რადგან დღევანდელი მიმართულებით, ჩვენი ფონდი უკმაყოფილოა, ამას ძალიან ღიად ვაცხადებ”, – აღნიშნა პაატა ბურჭულაძემ.
“საქართველოს განვითარების ფონდის” დამფუძნებელი დღეს ორგანიზაციის წევრებთან ერთად საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებსა და ამ მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს შეხვდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები