თურქმა სამართალდამცავებმა საქართველოს მოქალაქეების დაკავების შესახებ ინფორმაცია არ დაადასტურეს
თურქმა სამართალდამცავებმა ჰოლანდიელი მხატვრის, ენტონი ვან დეიკის ტილოს სტამბულში კონტრაბანდული გზით შეტანის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეების დაკავების შესახებ ინფორმაცია არ დაადასტურეს.
როგორც “კვირას“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შესაბამისი ინფორმაცია თურქმა სამართალდამცველებმა თურქეთში საქართველოს საელჩოს უკვე მიაწოდეს.
თურქეთში საქართველოდან კონტრაბანდულად გატანილი ვან დეიკის 14-მილიონიანი ნახატი აღმოაჩინეს.
ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ აღნიშნულის გამო თურქმა სამართალდამცველებმა ორი ქართველი ბიზნესმენი დააკავეს.
არსებობს ვერსია, რომ ვანდეიკის ნახატი, რომელიც საქართველოში დაცული არასდროს ყოფილა და არ ირიცხება არცერთ მუზეუმსა თუ რეგისტრირებულ კერძო კოლექციებში, რუსეთიდან, საქართველოსა და თურქეთის გავლით, ევროპაში გაჰქონდათ.