სამხრეთ კორეის სანაპიროსთან გემი ვეშაპს შეეჯახა

სამხრეთ კორეის სანაპიროსთან გემი ვეშავს დაეჯახა. ინციდენტის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. შეჯახების მომენტში ხომალდის ბორტზე 180 ადამინი იმყოფებოდა. გემ Beetle-ს მგზავრები სამხრეთ კორეიდან იაპონიაში გადაჰყავდა.
მიუხედავად იმისა, რომ გემს სერიოზული დაზიანება არ მიუღოა, კაპიტანმა სამხრეთ კორეის პორტში დაბრუნება გადაწყვიტა. დაშავებული მგზავრები საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ რეგიონში მსგავსი ფაქტები საკმაოდ ხშირად ხდება. გასული წლის 15 აპრილს ამავე კლასის ხომალდი ვეშაპს სანაპიროდან 25 კილომეტრში დაეჯახა. მაშინ 12 ადამიანი დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები