ექსტრემისტები ნეაპოლში, რომსა და მადრიდში ტერაქტების მოწყობით იმუქრებიან
ტერორისტულმა დაჯგუფებამ „ალ – ქაიდა ისლამურ მაგრიბში“ ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ტერორისტები ნეაპოლში, რომსა და მადრიდში ტერაქტების მოწყობით იმუქრებიან.
სააგენტო „ევროპა პრესის“ ცნობით, ვიდეოზე ნაჩვენებია ტერაქტები და დაჯგუფების წევრთა კადრები, რომელთა შორის ესპანეთის ერთი მოქალაქეც არის. ამჟამად ესპანეთის უშიშროების ძალები ამ ვიდეოს სწავლობენ.
ცნობისთვის, აფრიკაში და აზიაში რადიკალური ისლამისტების მხარეს ესპანეთის 130 მოქალაქე იბრძვის. 2015 წელს, ტერორისტულ დაჯგუფებებთან კავშირის გამო, ესპანეთში 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.