რუსეთისა და ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დამაკავშირებელი გზა ჩაიკეტა
რუსეთის და ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დამაკავშირებელი გზა – „ტრანსკამი“, ზვავების ჩამოწოლის გამო, ჩაიკეტა. ამის შესახებ „გაზეტა. რუ“ ჩრდილოეთ ოსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება. კარძოდ, გზა გადაკეტილია ბურონის დასახლებასა და როკის გვირაბის ჩრდილოეთ გასასვლელს შორის. მოძრაობა ორივე მიმართულებით ჩაკეტილია. მძღოლებს ურჩევენ, ამ რაიონში გადაადგილებისგან თავი შეიკავონ.