იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ებრაელმა სამხედროებმა ოთხი პალესტინელი მოკლეს

ებრაელმა ჯარისკაცებმა იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე დანებით შეიარაღებული ოთხი პალესტინელი მოკლეს, რომლებიც სამხედროებს თავს დაესხნენ.
ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. ერთი ინციდენტი ებრაულ დასახლება გუშ-ეციონში მოხდა, ხოლო მეორე – ხევრონის მახლობლად. ახალგაზრდების ასაკი 16-დან 21 წლამდე იყო.
ცნობისთვის, 2015 წლის 1 ოქტომბრიდან პალესტინელების თავდასხმების შედეგად 22 ებრაელი დაიღუპა. ამავე პერიოდში 140-ზე მეტი პალესტინელი მოკლეს, მათი უმეტესობა ისრაელის უშიშროების ძალებმა გაანადგურეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები