ბელორუსია და ისრაელი საელჩოებს ხურავენ
ბელორუსიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივნის დიმიტრი მირინჩიკის განცხადებით, მინსკი თელ-ავივში საელჩოს ხურავს, ვინაიდან ანალოგიური გადაწყვეტილება ისრაელმა მიიღო. ბელორუსიის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ისრაელმა, საბიუჯეტო ხარჯების მკვეთრი შემცირების გამო, ბელორუსიაში დიპლომატიური მისია დახურა.
„დიპლომატიური პრაქტიკა ასეთია. თუ ქვეყანა საელჩოს ხურავს, მეორე სახელმწიფოც იგივეთი პასუხობს. სამწუხაროდ, თანხების ეკონომიის გამო ისრაელმა საელჩო დახურა და ჩვენც იძულებულები ვართ, იგივე გავაკეთოთ“, – განაცხადა მირონჩიკმა.
შეგახსენებთ, რომ ირანსა და საუდის არაბეთს შორის ურთიერთობების მკვეთრი გაუარესების გამო, ერ–დიადმა თეირანში რამდენიმე დღის წინ საელჩო დახურა. ამის შემდეგ ანალოგიური გადაწყვეტილება საუდის არაბეთის მოკავშირეებმა – სუდანმა, ბაჰრეინმა და ქუვეითმა მიიღეს.