თურქეთი აზერბაიჯანთან სავიზო რეჟიმის დაწესების შესაძლებლობას უარყოფს

თურქეთი არ გეგმავს აზერბაიჯანთან სავიზო რეჟიმის დაწესებას. ამის შესახებ სააგენტო „ტრენდს“ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო არ ელოდება აზერბაიჯანის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლის წესებთან დაკავშირებით „რაიმე სახის ცვლილებას“.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თურქეთი 2016 წლის ივნისიდან 89 ქვეყნისთვის, მათ შორის აზერბაიჯანისთვის, სავიზო რეჟიმს აწესებს, დღეს თურქულ მედიაში გავრცელდა. ამ ინფორმაციის მიხედვით, ეს გადაწყვეტილება ევროკავშირის მოთხოვნით არის გამოწვეული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები