კაიროში ტერორისტებმა ტურისტულ ავტობუსს ცეცხლი გაუხსნეს
ეგვიპტის დედაქალაქში, ერთ–ერთ სასტუმროსთან მდგომ ტურისტულ ავტობუსს ორმა ტერორისტმა ცეცხლი გაუხსნა. ამ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. როგორც სააგენტოს ეგვიპტის უშიშროების სამსახურის წარმომადგენელმა განუცხადა, თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.
ტურისტებზე თავდასხმა იმ მომენტში მოხდა, როდესაც ისინი პირამიდებთან ავტობუსში სხდებოდნენ ექსკურსიაზე გასამგზავრებლად.
თავდამსხმელები მოტოციკლით გადაადგილდებოდნენ. ერთ–ერთი მათგანი ადგილზევე დააკავეს, ხოლო მეორე – ოდნავ მოგვიანებით. სროლის შედეგად სასტუმრო Three Pyramids Hotel-ის ფასადი დაზიანდა.