პარიზში მამაკაცი მოკლეს, რომელიც პოლიციის განყოფილებაში შეღწევას ცდილობდა

პარიზის ერთ-ერთ რაიონში მამაკაცი მოკლეს, რომელიც პოლიციის განყოფილებაში შეღწევას ცდილობდა. „ბი-ბი-სის“ ცნობით, ის დანით იყო შეიარაღებული. ამ ინფორმაციის მიხედვით, პოლიციელებმა ბოროტმოქმედს ცეცხლი გაუხსნეს.
„ფრანს-პრესის“ ცნობით, თვითმხილველებმა ორი გასროლის ხმა გაიგეს. სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ მამაკაცს „შაჰიდის“ ქამარი ეკეთა და ის „ალაჰ აკბარს!“ ყვიროდა. ეს ფაქტი ჟურნალ „შარლი ებდოს“ რედაქციაზე თავდასხმიდან ერთი წლის შემდეგ მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები