„კოკა- კოლამ“ უკრაინას ბოდიში მოუხადა

კომპანია „კოკა-კოლამ“ ოფიციალური ბოდიში მოუხადა უკრაინას იმის გამო, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებულ რუსეთის რუკაზე ყირიმიც მის შემადგენლობაში იყო აღნიშნული. ამის შესახებ „ბი-ბი-სის“ აშშ-ში, უკრაინის საელჩოში განუცხადეს.
კომპანიის წარმომადგენელმა უკრაინის საელჩოს ბოდიშის ოფიციალური წერილი გადასცა. „კოკა-კოლას“ განმარტებით, ეს რუკა სარეკლამო სააგენტომ მოამზადა და გამოაქვეყნა, რისთვისაც გაზიანი სასმელის ბრენდის ნებართვა არ აუღია. როგორც კი „კოკა-კოლამ“ ეს „პოსტი“ სოციალურ ქსელ „ვკონტაქტეში“ აღმოაჩინა, ის მაშინვე წაშალა.
რუსეთის რუკასთან დაკავშირებული სკანდალი ახალი წლის წინა დღეებში მოხდა. ზოგიერთმა უკრაინელმა დეპუტატმა ამის შემდეგ „კოკა-კოლას“ პროდუქციის ბოიკოტირებაც კი მოითხოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები