ჰააგის სასამართლომ იგორ კოლომოისკის სარჩელი წარმოებაში მიიღო

ჰააგის სასამართლომ უკრაინელი ბიზნესმენის, იგორ კოლომოისკის სარჩელი წარმოებაში მიიღო.
სააგენტო „როიტერის“ ცნობით, კოლომოისკიმ რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი ჯერ კიდევ ერთი წლის წინ შეიტანა. სარჩელში უკრაინელი ოლიგაქრი წერს, რომ მას 2020 წლამდე სევასტოპოლის აეროპორტში სამგზავრო ტერმინალის მომსახურებაზე კონტრაქტი ჰქონდა გაფორმებული.
რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციის შემდეგ აეროპორტი ნაციონალიზებული იყო და ახლა კოლომოისკი კომპენსაციას ითხოვს. საუბარია 15 მილიონ აშშ დოლარზე. რუსეთის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებენ, ვინაიდან ჰააგის სასამართლო ამ საკითხის განსახილველად უფლებამოსილი არ არის. ყირიმის ანექსიის შემდეგ რეგიონის ხელისუფლებამ იგორ კოლომოისკის და ჯგუფ „პრივატის“ 87 ობიექტის ნაციონალიზაცია მოახდინა. კერძოდ, საუბარია რამდენიმე სანატორიუმზე, ასევე კომპანია „უკრტატნაფტის“ 36 ბენზოგასამართ სადგურზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები