ორენბურგის ოლქში 80-მა ადამიანმა, ძლიერი თოვის გამო, გაჩერებულ მანქანებში 16 საათი გაატარა

რუსეთის ორენბურგის ოლქში 80-მა ადამიანმა თითქმის ერთი დღე-ღამე გაატარა გაჩერებულ ავტომობილებში, რადგანაც, ძლიერი თოვის გამო, გადაადგილება შეუძლებელი იყო.
ეს ფაქტი ორსკი – ორენბურგის ტრასაზე მოხდა. ზოგიერთ მანქანაში ბავშვებიც იმყოფებოდნენ. მაშველებმა და პოლიციამ „თოვლის ტყვეობიდან“ პირები მხოლოდ 16 საათის შემდეგ გაათავისუფლა.
„ტყვეობაში“ მყოფი პირები იხსენებენ, რომ გასათბობად მათ ყველაფერი დაწვეს, რაც კი იწვოდა, მათ შორის ფულიც. დაგვიანებული დახმარების და ძლიერი ყინვის გამო, ერთი ადამიანი გარდაიცვალა. როდესაც მაშველები შემთხვევის ადგილზე, როგორც იქნა, მივიდნენ, მათ გაჭედილი ადამიანები სოფელ ილინკას საერთო საცხოვრებელში გადაიყვანეს. ამ ფაქტის მომსწრეები ამბობენ, რომ მაშველებმა და პოლიციამ ადგილზე მისვლის შემდეგ, პირველ რიგში, ბავშვები გადაარჩინა. ამ დროს რამდენიმე თანამშრომელმა დაშავებულებს საკუთარი ტანსაცმელი მისცა, რის გამოც მათ ხელები და ფეხები გაეყინათ. ახლა გამორიცხული არ არის, რომ ზოგიერთს თითების ამპუტაცია დასჭირდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები