ამერიკის ქალაქ ბუფორდში მამაკაცმა შვილი მოკლა და თავი მოიკლა
აშშ-ს ჯორჯიის შტატში მდებარე ქალაქ ბუბორდში მამაკაცმა 2 წლის შვილი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა. მანამდე მას შვილი 18 საათის განმავლობაში მძევლად ჰყავდა აყვანილი. მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე, 43 წლის ტაიმ თითქმის ყველა მძევალი – საყვარელი ქალი და მეზობლები გაათავისუფლა და სახლში შვილთან ერთად ჩაიკეტა.
პოლიციას შენობის შტურმი არ უცდია. ის სახლში მხოლოდ მას შემდეგ შეიჭრა, რაც სროლის ხმა გაიგო, მაგრამ სამართალდამცველებმა ვერც ბავშვის და ვერც მამაკაცის გადარჩენა ვერ შეძლეს.