ოზურგეთში დაკარგულ 22 წლის გოგონას ეძებენ
ოზურგეთის რაიონის სოფელ ასკანის მკვიდრს, მაგდა კოჩალიძეს უკვე მეექვსე დღეა უშედეგოდ ეძებენ.
როგორც „კვირას“ ოზურგეთის გამგებელმა მერაბ ჭანუკვაძემ განუცხადა, 22 წლის გოგონა სახლიდან 30 დეკემბერს გავიდა და მას შემდეგ ოჯახის წევრებს არ შეხმიანებია.
მისი ინფორმაციით, გოგონამ მობილური ტელეფონი სახლში დატოვა. მაგდა კოჩალიძის ოჯახმა მისი ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროს უკვე მიმართა. ამ დროისთვის შესაბამისის ღონისძიებები მიმდინარეობს.
„22 წლის მაგდა კოჩალიძე სახლიდან 30 დეკემბერს გავიდა. მობილური ტელეფონი კი სახლში დატოვა. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ იგი, სავარაუდოდ, თოვლში ჩავარდა და ამოსვლა ვეღარ შეძლო. ეს ინფორმაცია არაზუსტია, რადგან 30 დეკემბერს თოვლი არ ყოფილა. ამ დროისთვის შესაბამისი ღონისძიებები მიმდინარეობს და იმედია, მისი პოვნა მოხერხდება“,- განაცხადა ოზურგეთის გამგებელმა.