არჩილ გორდულაძე: არაერთი შემთხვევა ყოფილა, როდესაც ჩვენი გუნდის წევრების განცხადებები გაჟღერებულა და წლების შემდეგ სტრასბურგის სასამართლოს ჩვენი სიმართლე დაუმტკიცებია
“არაერთი შემთხვევა ყოფილა, როდესაც ჩვენი გუნდის წევრების განცხადებები გაჟღერებულა და წლების შემდეგ სტრასბურგის სასამართლოს ჩვენი სიმართლე დაუმტკიცებია,” – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
„ქართული ოცნების“ გუნდის წევრებს არაერთხელ გვითქვამს, რომ ეს ე.წ სანქციები მხოლოდ და მხოლოდ შანტაჟის და იძულების მექანიზმებია, რომლის უკან არავითარი საფუძველი და დასაბუთება არ დგას. პირდაპირ არღვევს ადამიანის უფლებებს და ეს დადასტურდა სტრასბურგის სასამართლოს მიერ. არაერთი შემთხვევა ყოფილა, როდესაც ჩვენი გუნდის წევრების განცხადებები გაჟღერებულა და წლების შემდეგ სტრასბურგის სასამართლოს ჩვენი სიმართლე დაუმტკიცებია“, – აღნიშნა გორდულაძემ.
შეგახსენებთ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განიხილა თუ რამდენად შესაბამისობაშია ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან, უკრაინის ხელისუფლების მიერ ერთ-ერთი კომპანიის დასანქცირებისა და სანქციის ფარგლებში, ამ კომპანიის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ გადაწყვეტილება.