თორნიკე ჭეიშვილი: შემსუბუქების კვალდაკვალ ხდება იმ რეგულაციების გამკაცრება, რომელიც ითვალისწინებს მათ შორის ალკოჰოლური სიმთვრალის დროს მართვის უფლების ჩამორთმევას
“შემსუბუქების კვალდაკვალ, რომელიც ერთჯერადი ხასიათის იქნება, ხდება იმ რეგულაციების გამკაცრება, რომელიც ითვალისწინებს მათ შორის ალკოჰოლური სიმთვრალის დროს მართვის უფლების ჩამორთმევას,” – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მსგავსი ხასიათის სამართალდარღვევებზე უკვე არავითარი კომპრომისი აღარ იქნება.
„შემსუბუქების კვალდაკვალ, რომელიც ერთჯერადი ხასიათის იქნება, ხდება იმ რეგულაციების გამკაცრება, რომელიც ითვალისწინებს მათ შორის ალკოჰოლური სიმთვრალის დროს მართვის უფლების ჩამორთმევას და ეს უნდა იყოს ყველასთვის ძალიან სერიოზული მინიშნება და სიგნალი იმის, რომ სამომავლოდ მსგავსი ხასიათის სამართალდარღვევებზე უკვე არავითარი კომპრომისი აღარ იქნება“, – აღნიშნა ჭეიშვილმა.
შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრის ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, 24 ათასამდე მოქალაქე მართვის მოწმობის დაბრუნებას შეძლებს, დღეს პარლამენტი რიგგარეშე სხდომაზე განიხილავს.