ირაკლი ქადაგიშვილი: თუ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ბრიუსელს ურთიერთობა ასე წაუვიდა, დაგვრჩება თუ არა ევროკავშირი ეს იქნება საკითხავი

“თუ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ბრიუსელს ურთიერთობა ასე წაუვიდა, დაგვრჩება თუ არა ევროკავშირი ეს იქნება საკითხავი,” – ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა კაია კალასის განცხადების საპასუხოდ განაცხადა.

„ერთი რამე უნდა გაითვალისწინოს ქალბატონმა კალასმა, რომ საქართველო კი ესწრაფვის ევროკავშირში [გაწევრიანებას], მაგრამ თუ ამერიკის შეერთებულ შტატებთან მათ ურთიერთობა ასე წაუვიდათ, დაგვრჩება თუ არა ევროკავშირი, ეს იქნება საკითხავი, ამიტომ ცოტა სხვა რამეებზე იზრუნოს, ვიდრე საქართველოს მისწრაფებებზე“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

შეგახსენებთ, კაია კალასის განცხადებით, საქართველოსა და ამერიკას შორის განსხვავება ის არის, რომ შეერთებული შტატები ევროკავშირში გაწევრიანებას არ ცდილობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები