ქადაგიშვილი – ჩამორთმეული მოწმობების ამნისტიაზე: იმ ადამიანებზე, ვისაც აქვთ მძიმე დამოკიდებულება ნარკოტიკზე ან სხვა მხრივ მოხმარებაზე, ეს არ გავრცელდება
“საკმაოდ მნიშვნელოვანი სოციალური პრობლემების გადაჭრას ემსახურება ეს იმიტომ, რომ ბევრისთვის ავტომობილი, გარკვეულწილად, ეკონომიური საქმიანობისთვის აუცილებელი პირობაა”, – ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს.
კერძოდ, დეპუტატი მართვის ჩამორთმეულ მოწმობებთან დაკავშირებულ ამნისტიას აფასებს, რომელიც პარლამენტმა დღეს სესიაზე უნდა დაამტკიცოს.
“მეორე, აქ გასათვალისწინებელია ისიც, რომ იმ ადამიანებზე, ვისაც აქვთ მძიმე დამოკიდებულება ნარკოტიკზე ან სხვა მხრივ მოხმარებაზე, ეს არ გავრცელდება”, – განმარტა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, აღნიშნული ინიციატივის განხილვა საკანონმდებლო ორგანოში დაჩქარებული წესით მიმდინარეობს.