საშობაო ალილო ხვალ, 14:00 საათზე, ვარდების მოედნიდან დაიწყება
ხვალ, 7 იანვარს, 14:00 საათზე, ტრადიციული საშობაო ალილო ვარდების მოედნიდან დაიწყება და, რუსთაველის გამზირისა და ბარათაშვილის აღმართის გავლით, სამების საკათედრო ტაძარში დასრულდება.
დღესასწაულის მოწყობის ტრადიცია 2000 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ილია II-ის კურთხევით აღდგა. მსვლელობაში მონაწილეობს ქალაქ თბილისის მოსახლეობა, მრევლი და სამღვდელოება.
რუსთაველის გამზირზე დღესასწაულს შეუერთდებიან: პარლამენტის თავმჯდომარე, ქალაქის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე, თანმხლებ პირებთან ერთად. ალილოს მონაწილეებს და მოსახლეობას აქვს საშუალება, შესწიროს ძღვენი (ტკბილეული, ტანსაცმელი და ა.შ.), რომელიც შემდეგ დახარისხდება და 10 იანვარს ბავშვთა სახლებს, სასჯელაღსრულების დაწესებულებებს და მოხუცთა თავშესაფრებს დაურიგდებათ.