კახა კახიშვილმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს დაბადების დღე მიულოცა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს დაბადების დღე მიულოცა.
კახა კახიშვილი უწმინდესს მისალოცად საპატრიარქოში ეწვია. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს უთხრა, რომ ბევრს აკეთებს როგორც ქვეყნისთვის, ასევე, ძალიან ბევრი რამე გააკეთა მსჯავრდებულთა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და მინისტრს საქმიანობაში წარმატება უსურვა.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს დღეს 83 წელი შეუსრულდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები