ჩოხატაურის სოფლები დენის გარეშეა დარჩენილი – ქარბუქის გამო კი, ტექნიკამ გზების წმენდა შეწყვიტა
დიდთოვლობის გამო, ჩოხატაურის რაიონის 5 სოფელს ელექტროენერგია უკვე მეორე დღეა არ მიეწოდება.
როგორც „კვირას“ ჩოხატაურის გამგებელმა ირაკლი კუჭავამ განუცხადა, ქარბუქისა და მოყინული გზების გამო გზების გაწმენდითი სამუშაოები შეწყდა.
„ჩოხატაურის მთელ მუნიციპალიტეტში ქარბუქია, რაც გზების გაწმენდით სამუშაოებს აფერხებს. მიუხედავად იმისა, რომ 18 ერთეული ტექნიკა მუშაობს, ნაწილმა შეწყვიტა მუშაობა, რადგან მოყინულ გზებზე გადაადგილება უჭირს. ახლა ვიყენებთ ე.წ მუხლუხოიან ტექნიკას.
ამ დროისთვის 5 სოფელს და ერთ-ერთ უბანს ელექტროენერგია გუშინ საღამოდან არ მიეწოდება. უხვმა ნალექმა ელეტქროენერგიის გადამცემი ხაზები დააზიანა.
თუ ამინდი ხელს შეგვიწყობს, შესაძლოა, დღესვე აღუდგეთ დენის მიწოდება. ხვალიდან კი ეტაპობრივად აღუდგებათ. ნაბეღლავის ქარხანა შეუფერხებლად მუშაობას“, – განაცხადა რაიონის გამგებელმა.
ამ წუთებში ჩოხატაურში ქარბუქია. მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარმა ერთ მეტრს გადააჭარბა, ბარში კი დაახლოებით 50 სმ-ია.