საკრებულოში მიწის ლეგალიზაციის კომისიის სხდომა გაიმართა
დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სხდომაზე დეპუტატებმა 72 საკითხი განიხილეს.
საკრებულოს წევრები მოქალაქეების განცხადებებს, თბილისის მერიის საჯარო რეესტრის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის საქალაქო სამსახურების, ასევე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, განიხილავენ.
თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, კომისიის წევრები მოსახლეობის წერილებზე უშუალოდ განმცხადებელთან ერთად მსჯელობენ. დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, დეპუტატები გადაწყვეტილებას საკითხის ადგილზე შესწავლის შემდგომ ღებულობენ. ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სხდომა ტრადიციულად ყოველ ორშაბათს იმართება.