რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ნემცოვის მკვლელობის შემკვეთი დაასახელა
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ვლადიმერ ნემცოვის მკვლელობის შემკვეთის ვინაობა დაასახელა. საგამოძიებო უწყების ოფიციალური წარმომადგენლის, ვლადიმერ მარკინის განცხადებით, ნემცოვის მკვლელობის შემკვეთი რუსლამ მუხუტდინოვია, რომელიც ძალზე ახლოს იცნობს ბატალიონ „სევერის“ მაღალჩინოსანს, რუსლან გერემეევს.
მუხუტდინოვზე, რომლის მეტსახელია „რუსიკი“, საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა. მის წინააღმდეგ ცალკე სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება.
ვლადიმერ მარკინის თქმით, გამოძიებამ ბრალი წაუყება ზაურ დადაევს, ანზორ და შადუიდ გუბაშევს, ტემირლან ესკერხანოვსა და ხამზატ ბახაევს. ისინი დანაშაულებრივი დაჯგუფების შემადგენლობაში მკვლელობაში, ასევე იარაღის უკანონო შეძენა-შენახვასა და ტარებაში არიან ეჭვმიტანილები.