მამუკა ახვლედიანმა სასამართლოს წლის საქმიანობა შეაფასა
თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ მამუკა ახვლედიანმა წლის შემაჯამებელი ბრიფინგი გამართა და სასამართლოში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა.
როგორც “კვირას“ თბილისის საქალაქო სასამართლოდან აცნობეს, მამუკა ახვლედიანის შემაჯამებელ ბრიფინგს არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.
შეხვედრაზე მამუკა ახვლედიანმა სასამართლოს დატვირთვიანობასა და დასრულებული საქმეების სტატისტიკასთან დაკავშირებით ისაუბრა.
გარდა ამისა, სასამართლოს თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა მიმდინარე პრობლემურ საკითხებზე, როგორიცაა მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმები და დანიშვნა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობა და სასამართლო სისტემაში არსებული გამოწვევები. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და სტუმრებს მათთვის საინტერესო საკითხებზე კითხვის დასმის საშუალება მიეცათ.