გიორგი კვირიკაშვილი: ბიზნესის განვითარება მოსახლეობის ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, კომპანია “ჭიათურმანგანუმმა” უნდა შეასრულოს ყველა ის ვალდებულება გარემოს დაცვის კუთხით, რომელიც მას აქვს აღებული.
გიორგი კვირიკაშვილს მიაჩნია, რომ არანაირი ბიზნესის განვითარება მოსახლეობის ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე ჭიათურის მაჟორიტარის, მალხაზ წერეთლის მიერ ჭიათურასთან დაკავშირებით ისაუბრა.
“აქ არ შეიძლება, რომ ორი აზრი არსებობდეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და არანაირი ბიზნესის განვითარება მოსახლეობის ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს. მე შემიძლია ჩემი განწყობა გითხრათ”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, იგი მზად არის, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შეხვდეს ჭიათურის მაჟორიტარს, მალხაზ წერეთელს.
“სიამოვნებით ვიღებ თქვენ წინადადებას, სამუშაო შეხვედრის თაობაზე ამ საკითხზე, თუ გნებავთ, მთავრობის სხდომის ფორმატი მივცეთ ამას, მაგრამ მთავრობის სხდომაზე დიდი სიამოვნებით შეგხვდებოდით თქვენ და ამ საკითხების შესახებ თქვენს ინფორმაციას მოვისმენდი. ასევე, რამდენადაც ვიცი, ბიზნესომბუდსმენი მუშაობს ძალიან აქტიურად კომპანიის მენეჯმენტთან, რათა მიმდინარე პრობლემები აღმოიფხვრას”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.