გიორგი კვირიკაშვილი: თავდაცვის სისტემაში დაზღვევის ტენდერი ჩავარდა

თავდაცვის სისტემაში დაზღვევის ტენდერი ჩავარდა – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ტენდერის შემთხვევაში საყოველთაო დაზღვევის პროგრამით ყველა სამხედრო, საქართველოს ყველა მოქალაქე ექვემდებარება საყოველთაო დაზღვევას.
მისივე თქმით, უახლოეს პერიოდში ახალი ტენდერის ჩატარება იგეგმება.
“დიახ, ეს ტენდერი ჩავარდა. თუმცა საყოველთაო დაზღვევის პროგრამით, ჩავარდნილი ტენდერის შემთხვევაში ყველა სამხედრო, საქართველოს ყველა მოქალაქე ექვემდებარება საყოველთაო დაზღვევას. უახლოეს პერიოდში იგეგმება ახალი ტენდერის ჩატარება, მაგრამ იმ ერთ თვეშიც, როდესაც მათ არ ექნებათ კერძო დაზღვევა, სახელმწიფო დაფარავს ყველა ხარჯს”, – განმარტა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები