სტამბოლში უკრაინული სატვირთო ავტომობილი აფეთქდა (ვიდეო)
სტამბოლში, ჰაიდარფაშას რკინიგზის სადგურზე რამდენიმე აფეთქება მოხდა. თვითმხილველების თქმით, მათ სულ მცირე ხუთი აფეთქების ხმა გაიგეს, ხოლო შემდეგ ამას ხანძარი მოჰყვა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, სადგურის შენობასთან სატვირთო ავტომობილი აფეთქდა. აფეთქების მიზეზი, სავარაუდოდ, საწვავის სისტემის გაუამართაობა გახდა. ტრაილერის მძღოლი საავადმყოფოშია გადაყვანილი. სატვირთო ავტომობილი, რომელიც მანდარინით იყო დატვირთული, ბორანზე თავის რიგს ელოდა. აფეთქებებით შეშინებულმა სტამბოლელებმა ხანძარს ვიდეო გადაუღეს და ინტერნეტში გამოაქვეყნეს.