გიორგი კვირიკაშვილი: ანაკლიის პორტის პროექტი მაქსიმალურად ჩქარა უნდა დაიწყოს
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი კვირკაშვილმა რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის პროექტი მაქსიმალურად ჩქარა უნდა დაიწყოს, რადგან აღნიშნული პროექტი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, ანაკლიის პროექტის ბოლო წინადადება რამდენიმე დღის წინ იქნა წარმოდგენილი.
“ჩვენ გვქონდა პირველი განხილვა ამ პროექტში ჩართულ საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად. იმედია, უახლოეს მომავალში საბოლოო გადაწყვეტილებას გაგაცნობთ, თუ რა იქნება. ჩვენი დიდი სურვილია, რომ ეს პროექტი მაქსიმალურად ჩქარა დაიწყოს. ეს უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტია საქართველოსთვის”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.