რუსული რუბლის კურსმა ისტორიულ მინიმუმს მიაღწია
რუსული რუბლის ოფიციალურმა კურსმა დოლართან მიმართებაში 72,5 შეადგინა, რაც რეკორდული მაჩვენებელია ბოლო 17 წლის განმავლობაში. 72 რუბლის ზევით დოლარის ფასი 1998 წელს ჩატარებული დენომინაციის შემდეგ არ ასულა. ევროს კურსი 2 რუბლით გაიზარდა და მან 79,54 რუბლი შეადგინა. ვაჭრობის მსვლელობის დროს ევროს კურსი რამდენჯერმე ადიოდა 80 რუბლის ზევით. რუბლის გაუფასურების ძირითადი მიზეზი ნავთობის ფასის კლებაა.