დიმიტრი როგოზინმა საკუთარი თავი ფეხში დაჭრა (ვიდეო)

რუსეთის ვიცე-პრემიერს დიმიტრი როგოზინს ტირში უსიამოვნო ინციდენტი შეემთხვა. სააგენტო “ინტერფაქსის“ ცნობით, ტირში სროლაში ვარჯიშის დროს როგოზინმა საკუთარი თავი ფეხში დაჭრა. ჭრილობა იმდენად სერიოზული აღმოჩნდა, რომ ვიცე-პრემიერი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ჭრილობის გამო როგოზინმა მინისტრთა კაბინეტის ბოლო სხდომა გამოტოვა. ვიცე-პრემიერი სასროლეთზე ხშირად ვარჯიშობს, რომლის ამსახველი ფოტოები და ვიდეოები ინტერნეტში არაერთხელ გავრცელებულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები