“მთავრობა რუსეთთან პრაგმატულ, მშვიდობაზე ორიენტირებულ პოლიტიკას გააგრძელებს”

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მთავრობა რუსეთთან პრაგმატულ, მშვიდობაზე ორიენტირებულ პოლიტიკას გააგრძელებს.
როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ საქართველოს ჰქონდეს მშვიდობიანი განვითარების საშუალება.
“ჩვენ საკმაო წარმატებას მივაღწიეთ ამ მიმართულებით. ჩვენ გავაკეთებთ შესაძლებლობის მაქსიმუმს, რათა გამოყენებული იქნას რუსეთთან ურთიერთობის მთავარი ფორმატის – ჟენევის დისკუსიების პოტენციალი”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისივე განცხადებით, ასევე გაგრძელდება აბაშიძე-კარასინის ფორმატიც. კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ყველა საერთაშორისო პარტნიორი აღნიშნავს ამ ფორმატის წარმატების შესახებ.
“რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ფორმატს, რომელიც შეიქმნა ბატონი ბიძინა ივანიშვილის პრემიერობის დროს. ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი აღნიშნავს ამ ფორმატის წარმატების შესახებ და შეუძლებელია, არ დაინახო ეს წარმატება”, – აღნიშნა კვირიკაშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე, სადაც პარლამენტი დღეს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები