უფლებადამცველი აღმასრულებელ მთავრობაში რამდენიმე მინისტრის გადაყენების აუცილებლობაზე საუბრობს

ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ლექსო კობაიძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში მინისტრთა კაბინეტში საჭირო ცვლილებებზე ისაუბრა.
კობაიძის განცხადებით, წულუკიანი, მღებრიშვილი, ხადური, კახიშვილი კვირიკაშვილმა თანამდებობიდან უნდა გადააყენოს, ფინასთა მინისტრ ნოდარ ხადურს კი, კობაიძის თქმით, მორალური უფლება არ აქვს, თანამდებობაზე დარჩეს.
„კვირიკაშვილი ეკონომისტია და სამართლებრივი საკითხების კუთხით საჭიროა, კარგი მრჩეველი ჰყავდეს. აუცილებელია შეიცვალონ იუსტიციის, შინაგან საქმეთა და სასჯელაღსრულების მინისტრები. ყურადღება უნდა გამახვილდეს ეკონომიკის და ფინანსთა მინისტრებზე. თეა წულუკიანი ხშირად არაადეკვატურ განცხადებებ აკეთებს და საზოგადოებაში აგრესიას იწვევს, შსს მინისტრი კი წინა ხელისუფლების დროს უშიშროების სამსახურში მუშაობდა და ჰუმანური ვერ იქნება. რაც შეეხება ხადურს, მას მორალური უფლება არ აქვს, რომ ის დარჩეს აღმასრულებელ მთავრობაში, საზოგადოებას ახსოვს თანხების გაფლანგვის შესახებ გახმაურებული საქმე. მან ასევე ერთ-ერთი სიპის დირექტორს დაუნიშნა პრემიები, სარგოები, რისი მეშვეობითაც ამ ადამიანმა ბიუჯეტიდან 1,5 მილიონი აითვისა. ამდენი თანხის ფლანგვა ხადურს არ უნდა შერჩეს. რაც შეეხება ქუმსიშვილს, ის წინა ხელისუფლების დროს იყო თანამდებობაზე და ხმას არ იღებდა ე.წ. ჩუქებებზე. ამ ადამიანებს არ ესმით, რა არის წართმეული ქონება. რაც შეეხება სასჯელაღსრულების მინისტრს, მისგან კონკრეტული ჰუმანური ნაბიჯები რომ გადადგმულიყო ციხეებში, არ ჩანს“,- განაცხადა ლექსო კობაიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები