გიორგი კვირიკაშვილი: საქართველოში არაფორმალური მმართველობა არ არის

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოში არაფორმალური მმართველობა არ არის. ამის შესახებ კვირიკაშვილმა უმცირესობასთან შეხვედრაზე, ირმა ნადირაშვილის საპასუხოდ განაცხადა, რომელმაც აღნიშნა, რომ საკადრო გადაწყვეტილებებს ბიძინა ივანიშვილი იღებს.
“ვერანაირად ვერ გავიზიარებ თვითონ ამ ტერმინის – არაფორმალური მმართველობის არსებობის უფლებას. არაფორმალური მმართველობა არ არის ჩვენ ქვეყანაში”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილს სიმდიდრე საქართველოში არ მოუხვეჭავს.
“ბიძინა ივანიშვილი არის პოლიტიკური გავლენის მქონე ფიგურა. არ ვიცი როგორ ფიქრობთ, როგორია თქვენი აზრი, რისთვის სჭირდება ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკური გავლენა. არ ვარ არც მისი ადვოკატი და არც მისი დამცველი. ის პოლიტიკაში შემოვიდა, პოლიტიკიდან წავიდა. მას სიმდიდრე არ მოუხვეჭავს ამ ქვეყანაში. წლების განმავლობაში მან მილიარდობით ლარი თუ დოლარი დახარჯა იმისთვის, რომ ქვეყანაში სხვადასხვა ადამიანის, სხვადასხვა სფეროს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობა გამოესწორებინა. კარგად შეხედეთ ასეულობით ძეგლს, რომელიც მან აღადგინა. ძალიან გთხოვთ, რომ ყოველთვის დაინახოთ დადებითი მომენტები. ბიძინა ივანიშვილს არ გამოუყენებია თავისი ხელისუფლება სიმდიდრის მოსახვეჭად”, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები