გიორგი კვირიკაშვილი: საგარეო ვალი 137 მილიონი დოლარით შემცირდა

2012 წელთან შედარებით საგარეო ვალი 137 მილიონი დოლარით შემცირდა – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტში, უმცირესობასთან შეხვედრაზე განაცხადა.
“რაც შეეხება საგარეო ვალის გაზრდას, საგარეო ვალი 2012 წელს შეადგენდა 4 მილიარდ 357 მილიონ დოლარს. 2015 წელს კი ეს ვალი შეადგენს 4 მილიარდ 220 მილიონ დოლარს. 137 მილიონი დოლარით შემცირდა საგარეო ვალი”, – აღნიშნა პრემიერობის კანდიდატმა.
აღნიშნული განცხადება კვირიკაშვილმა პარლამენტში, უმცირესობის წევრებთან შეხვედრაზე გააკეთა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები