სირიის ქალაქ ჰომსში სამი აფეთქების შედეგად 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

სირიის ქალაქ ჰომსში სამი აფეთქება მოხდა. დაღუპულია 30-ზე მეტი ადამიანი, ამის შესახებ ადგილობრივი პოლიცია იტყობინება. ამ ინფორმაციის მიხედვით თავდაპირველად ასაფეთქებელი მოწყობილობა თვითმკვლელმა აამოქმედა, შემდეგ დანაღმული ავტომობილი აფეთქდა, ხოლო ამის შემდეგ იმავე ადგილას ბომბი აფეთქდა. ათეულობით ადამიანი დაიჭრა. სირიაში შეიარაღებული დაპირისპირება 2011 წლიდან მიმდინარეობს. ქალაქ ჰომსის ნაწილი სამთავრობო ძალებმა, ხოლო მეორე ნაწილი ოპოზიციურმა ქვედანაყოფებმა დაიკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები