იუსტიციის სამინისტრო 2016 წელს პარლამენტს 20 საკანონმდებლო რეფორმას წარუდგენს

იუსტიციის მინისტრობის განდიდატმა თეა წულუკიანმა გაერთიანებული კომიტეტების სდომაზე განაცხადა, რომ 2016 წელს იუსტიციის სამინისტრო პარლამენტს 20 საკანონმდებლო რეფორმას წარუდგენს.
მინისტრის თქმით, იგეგმება ნოტარიუსთა პალატის რეფორმის მეორე ტალღა, მოწმის დაკითხვის ახალი წესის იმპლემენტაცია, საკანონმდებლო პაკეტი ძალადობის წინააღმდეგ, საარჩევნო პერიოდში სპეცუბნების შექმნის ახალი წესი, ცვლილებები პოლიტიკურ პარტიათა რეგისტრაციის წესში, მიწის რეგისტრაციის ახალი კანონმდებლობა, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს რეფორმა, ინფორმაციის თავისუფლების აქტი და ცვლილებები კანონში ქუჩაში მცხოვრები ბავშვების უფლებების დასაცავად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები