თედო ჯაფარიძემ გაერთიანებულ სხდომაზე საელჩოების ოპტიმიზირების საკითხი წამოჭრა

იქნებ, გვეფიქრა ოპტიმიზირებაზე საელჩოებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატ მიხეილ ჯანელიძის მიმართ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა, ევროპასთან ინტეგრაციის, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.
“ჩვენ გვესმის, რომ ჩვენი ქვეყანა საკმაოდ რთულ სიტუაციაშია, მე მხედველობაში მაქვს საბიუჯეტო პოტენციალი. რამდენადაც ვიცი, თქვენი მომავალი წლის ბიუჯეტიც არ შეესაბამება თქვენს სურვილებს. ამიტომ რეორგანიზაციის პროცესში, რომელიც არ იქნება მარტივი, ვინაიდან ყველა თქვენი წინამორბედი ამაზე საუბრობდა, მაგრამ შედეგი არ გვაქვს და დღეს კვლავ ვსაუბრობთ ამაზე, იქნებ, გვეფიქრა ოპტიმიზირებაზე საელჩოებთან დაკავშირებით. მე მესმის, რომ გვინდა, ყველა ქვეყანაში გვქონდეს საელჩო და ყველა ქვეყანაში იყვნენ ჩვენი დიპლომატები და გასაგებია ის საკითხი, რის გამოც ეს გვინდა, მაგრამ შეგვიძლია კი ჩვენ ამხელა ტვირთის აწევა? ამაზეც იფიქრეთ”, – განაცხადა თედო ჯაფარიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები