დიმიტრი ქუმსიშვილი: ქვეყანაში საშუალო ხელფასი გაზრდილია

ქვეყანაში საშუალო ხელფასი გაზრდილია, რაც დადებითი მაჩვენებელია ქვეყნის ეკონომიკაში, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პარლამენტში, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა. მისი ინფორმაციით,  წელს ინფლაცია გაცილებით ნაკლები იყო, ვიდრე ხელფასის მატება.
„ყველაზე მნიშვნელოვანია ხელფასების ნაწილი. თქვენ იცით, რომ ხელფასებთან მიმართებაში ჩვენთან ყოველთვის არის საუბარი ინფლაცის მაჩვენებელსა და ხელფასს შორის, რომ რამდენად მსყიდველუნარიანია ხელფასი, რომელიც ჩვენ მოგეცით, იმასთან მიმართებით, რაც იყო შარშან. მინდა მოგახსენოთ, რომ ინფლაციის ნაწილში ჩვენ გაცილებით ნაკლები გვაქვს ინფლაცია, ვიდრე იყო ხელფასის მატება. აქვე მინდა მოგახსენოთ, რომ 2012 წლიდან მოყოლებული, პრაქტიკულად 2,7%-ით არის უმუშევრობა შემცირებული. მინდა აღვნიშნო, რომ სტატისტიკის მეთოდოლოგია არის იგივე. ჩვენ ხანდახან გვეუბნებიან ჩვენი ოპონენტები, რომ აი, თქვენ მეთოდოლოგია შეცვალეთ. არაფერი არ შეგვიცვლია. ზუსტად იგივე მეთოდოლოგიაა, რაც მუშაობდა. აქედან გამომდინარე, ციფრები არის რეალური. გაზრდილია ასევე საშუალო ხელფასი, რაც დადებითის მაჩვენებელია ეკონომიკაში“, – აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები