სისხლის უანგარო დონაციის აქცია აღსრულების ეროვნულ ბიუროში

აღსრულების ეროვნულმა ბიურომ სისხლის უანგარო დონაციის აქციას – „აჩუქე სიცოცხლე – გახდი დონორი” უმასპინძლა. აქციის ფარგლებში აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებმა სისხლი ,,სისხლის ბანკის“ მარაგის შესავსებად ჩააბარეს.
უანგარო დონორის დღის აქცია – „აჩუქე სიცოცხლე – გახდი დონორი”, საქართველოს ცენტრალური სისხლის ბანკის სპეციალისტების დახმარებით გაიმართა.
აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომელთა მიზანია, დახმარება გაუწიონ სხვადასხვა სამკურნალო დაწესებულებებს სისხლის ბანკის მარაგის შევსებაში. მსგავს აქციაში აღსრულების ეროვნული ბიურო უკვე წლებია ჩართულია და მომავალშიც შეუერთდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები