მიხეილ ჯანელიძე: ჩემი უპირველესი ამოცანა ქვეყნის უსაფრთხოების საგარეო საფრთხეებიდან დაცვის უზრუნველყოფა იქნება
ჩემთვის უპირველესი ამოცანა იქნება ქვეყნის უსაფრთხოების საგარეო საფრთხეებიდან დაცვის უზრუნველყოფა – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ასევე მთავარი მიმართულება ევროატლანტიკური ინტეგრაციაა იქნება.
“საგარეო ურთიერთობების პრიორიტეტები და ამოცანები განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის პროგრამის მიერ. ჩემთვის უპირველესი ამოცანა იქნება ქვეყნის უსაფრთხოების საგარეო საფრთხეებიდან დაცვის უზრუნველყოფა. ეს იქნება სუვერენიტეტის განმტკიცება და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კუთხით შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა. ამ ამოცანის შესრულება შესაძლებელია იმ მიმართულებების აქტიური, თანმიმდევრული გაძღოლით, რასაც ჰქვია ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ეს არის გზა, რომელიც არჩეულია ჩვენი ხალხის მიერ და არჩეულია იმიტომ, რომ ეს გზა ახლოსაა ჩვენს ღირებულებებთან და ჩვენს აღქმასთან”, – განაცხადა ჯანელიძემ.