პროკურატურის თანამშრომლებს შორის კალათბურთში მატჩი გაიმართა

საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებს შორის კალათბურთში ფინალური მატჩი გაიმართა.
პროკურატურის ინფორმაციით, პირველი ადგილისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში და დაზვერვის სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის და თავდაცვის, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის გუნდმა და საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის გუნდმა იბრძოლეს.
გამარჯვება წილად ხვდა შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში და დაზვერვის სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის და თავდაცვის, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის ერთობლივ გუნდს, მეორე ადგილი საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის გუნდმა, ხოლო მესამე ადგილი კი თბილისის პროკურატურის გუნდმა დაიკავა.
გამარჯვებულ გუნდს მთავარი პროკურატურის თასი გადაეცა, ხოლო ტურნირში მონაწილეები სამახსოვრო სიგელებით დაჯილდოვდნენ.
ცნობისთვის, მთავარი პროკურატურის მიერ ორგანიზებული ტურნირი კალათბურთში ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. გუნდები საქართველოს პროკურატურის სხვადასხვა დეპარტამენტის და რაიონული პროკურატურების თანამშრომლებისგან დაკომპლექტდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები