ზურაბ ტყემალაძე: გიორგი კვირიკაშვილი სამთავრობო ცვლილებებს გაზაფხულზე განახორციელებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი კვირიკაშვილი სამთავრობო ცვლილებებს გაზაფხულზე განახორციელებს – ამის შესახებ დეპუტატმა ზურაბ ტყემალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, კვირიკაშვილი მთავრობის მუშაობას შეისწავლის და შესაბამის გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებს. მისივე თქმით, მთავრობა წარმატებით მუშაობს.
“გიორგი კვირიკაშვილმა მკაფიოდ დააფიქსირა, რომ უფრო ღრმად შეისწავლის მთავრობის მუშაობას და ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას. იმის გამო, რომ გადაწყვეტილების მიღება ნაჩქარევად არ მოხდეს, საგაზაფხულოდ ის გარკვეულ ცვლილებებს განახორციელებს. მთავრობა მუშაობს და თან წარმატებით. მას ახალი ხედვა სჭირდება. წარმატებული პრემიერი მაშინ წავიდა, როცა წარმატებული ეტაპი იყო. ივანიშვილის ნება არაფერ შუაშია”, – განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ.
პარლამენტში დღეს კომიტეტის სხდომებზე მინისტრობის კანდიდატებს ელოდებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები