„დავით ნარმანიას შეცვლა არც დღის წესრიგში დგას და არც ღრუბლად მოჩანს“

„დავით ნარმანიას შეცვლა ამ ეტაპზე, არც დღის წესრიგში, არც ვარაუდით, არც ღრუბლად მოჩანს“, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წარმომადგენელმა კობა კობალაძემ, პორტალ „კვირას“ პრესკლუბში თბილისის მერის, დავით ნარმანიას შესაძლო გადადგომის საკითხის კომენტირებისას გააკეთა.
„დავით ნარმანიას გადადგომაზე საუბარი არ არის. ის, რომ ვიღაცას რაღაცა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს რეალობაა. თუ მერიაში გარკვეული თანამდებობის პირების ჩანაცვლება მოხდა, ესეც არ ნიშნავს იმას, რომ რამე პრობლემური საკითხი იყო. ეს ჩვეულებრივი მუშა პროცესია, არის შემადგენლობა, რომელიც თავის თავში ვერ პოულობს დაკისრებული მოვალეობის შესრულების გაგრძელების უნარს, არის შემადგენლობა, რომელიც ამ მოვალეობას სათანადოდ ვერ ასრულებს, აქედან გამომდინარე, გადახალისება და ახალი შემადგენლობის მოსვლა არ არის კატასტროფა“,- განაცხადა კობა კობალაძემ.
რაც შეეხება თბილისის 2016 წლის ბიუჯეტს, საკრებულოს წარმომადგენლის თქმით, თბილისის ბიუჯეტში მაქსიმალურად არის გათვალისწინებული საკრებულოს მოთხოვნები.
დედაქალაქის ბიუჯეტი, საბოლოო ჯამში, დაახლოებით 816 მილიონით განისაზღვრა.
კობალაძის განცხადებით, ბიუჯეტის უმეტესი ნაწილი სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებს ეთმობა.
„დედაქალაქში საკმაოდ მოშლილი ინფრასტრუქტურა და მძიმე სოციალური ფონია. პრობლემაა გამწვანების კუთხითაც და ამისთვისაც მნიშვნელოვანი თანხებია გაწერილი“,- აღნიშნა კობალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები