დავით ბაქრაძე: ეს იქნება პროდუქტიულ შედეგზე ორიენტირებული მთავრობა

ეჭვი არ მეპარება, რომ ეს იქნება პროდუქტიულ შედეგზე ორიენტირებული მთავრობა, ისევე როგორც აქამდე, – ამის შესახებ ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც ბაქარაძემ აღნიშნა, მთავრობის კოორდინირებული მუშაობა ისევ გაგრძელდება ვიზალიბერალიზაციასთან და ნატოს მინისტერიალის შედეგებთან დაკავშირებით.
,,ეჭვი არ მეპარება, რომ ეს იქნება პროდუქტიულ შედეგზე ორიენტირებული მთავრობა, ისევე როგორც აქამდე. ჩვენ ევროპული და ევროატლანტიკური მიმართულებით ვაჩვენეთ ძალიან კარგი შედეგები. რაც შეეხება ასოცირების შეთანხმებას, თავისუფალ ვაჭრობას, ამ უმნიშვნელოვანესი დოკუმეტების თანამიმდევრულ შესრულებას ვაგრძელებთ”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
ცნობისთვის, საპარლამენტო კომიტეტებში დღეს მინისტრობის კანდიდატებს მოუსმენენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები